დარწმუნდი რომ გსურს წაშალო ბარათი
XXXX XXXX XXXX 4211

კატეგორია ვერ მოიძებნა

ხშირად დასმული კითხვები
FaQ
ხშირად დასმული კითხვები
  • რა არის Willow • ვილოუ?
    Willow არის ონლაინ სივრცე სახლისთვის, სადაც ერთიანდება ტექნიკა, სამზარეულოს ნივთები, ჭურჭელი, სახლის აქსესუარები და ყოველდღიური საჭიროებები. ჩვენი ასორტიმენტი შერჩეულია ხარისხის, ფუნქციურობის, დიზაინისა და ფასის გათვალისწინებით - იმისთვის, რომ სახლისთვის საჭირო ნივთების პოვნა და არჩევა უფრო მარტივი იყოს.
  • რას ვიპოვი Willow-ზე?
    Willow-ზე დაგხვდებათ 30 000-მდე პროდუქტი სამზარეულოსა და სახლისთვის - მცირე და მსხვილი ტექნიკიდან და ჭურჭლიდან დაწყებული, ყოველდღიური გამოყენების ნივთებითა და საყოფაცხოვრებო აქსესუარებით დასრულებული. ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება და ეტაპობრივად ახალი ბრენდებითა და კატეგორიებით ივსება.
  • Willow-ზე წარმოდგენილი პროდუქცია ორიგინალია?
    დიახ. Willow თანამშრომლობს სანდო მომწოდებლებთან და საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელიცაა. შესაბამისად, Willow-ზე წარმოდგენილი პროდუქცია ორიგინალია და მოწოდებულია სანდო, ოფიციალური არხებით.
  • აქვს თუ არა პროდუქტებს გარანტია?
    დიახ, Willow-ზე წარმოდგენილ ტექნიკას მოჰყვება გარანტია. საგარანტიო ვადა და კონკრეტული პირობები დამოკიდებულია პროდუქტსა და ბრენდზე და მითითებულია პროდუქტის გვერდზე. დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Willow-ს გუნდს.
  • შესაძლებელია პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა?
    დიახ. პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია Willow-ს მოქმედი პირობების შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაბრუნებისა და გაცვლის პირობების გვერდზე.
  • როგორ მივიღო დახმარება პროდუქტის შერჩევისას?
    თუ რამდენიმე პროდუქტს შორის არჩევა გიჭირთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Willow-ს შედარების ფუნქცია და მარტივად შეადაროთ მათი ძირითადი მახასიათებლები. დამატებითი კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Willow-ს გუნდს - დაგეხმარებით როგორც პროდუქტების შედარებაში, ისე თქვენი საჭიროებისთვის შესაბამისი ვარიანტის შერჩევაში.
  • გადახდის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი?
    შეკვეთის საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ საბანკო ბარათით, განვადებით, „ნაწილ-ნაწილ“ ან თანხის განაწილების შესაბამისი სერვისით. კონკრეტული ხელმისაწვდომი მეთოდები გამოჩნდება შეკვეთის გაფორმებისას.
  • შესაძლებელია თუ არა განვადებით შეძენა?
    დიახ. Willow-ზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის განვადებით. შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ სასურველი განვადების მეთოდი და მიჰყევით შესაბამისი ბანკის ინსტრუქციას. პირობები და ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბანკსა და არჩეულ პროდუქტზე.
  • რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას?
    მიწოდების ვადა დამოკიდებულია მისამართზე, პროდუქტსა და მარაგის ხელმისაწვდომობაზე. შეკვეთის გაფორმებისას “მისამართის” ეტაპზე გამოჩნდება შეკვეთის მიღების თქვენთვის სასურველი ვარიანტი და სავარაუდო მიწოდების ვადა.
  • მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით გაქვთ?
    დიახ. Willow ახორციელებს მიწოდებას როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კონკრეტული ვადა და ღირებულება დამოკიდებულია მისამართსა და შეკვეთაზე.
  • როგორ გავიგო, არის თუ არა პროდუქტი მარაგში?
    პროდუქტის ხელმისაწვდომობის სტატუსი მითითებულია პროდუქტის გვერდზე. თუ ნივთი დროებით არ არის მარაგში, შეგიძლიათ შეამოწმოთ მისი ხელახლა დამატების შესაძლებლობა ან დაუკავშირდეთ Willow-ს გუნდს.
  • რა უპირატესობა აქვს Willow-ზე რეგისტრაციას?
    რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს შეკვეთების ისტორიის ნახვას, ლოიალობის ბონუსების დაგროვებასა და გამოყენებას, პერსონალური შეთავაზებების მიღებას და მომავალში სასურველი პროდუქტების უფრო მარტივად მართვას.