ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და ვილოუ/Willow შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ნებისმიერი პირის მიერ ვებგვერდის გამოყენებას.
წინამდებარე დოკუმენტით კომპანია იცავს თავის და სხვა პირთა უფლებებს, წესებითა და პირობებით დადგენილი ვალდებულების ყველა პირის მხრიდან დაცვის გზით.
ვილოუ/Willow ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე ელექტრონული ხელმოწერით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წესებსა და პირობებს, მათ შორის, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დებულებებს.
- ვილოუ/Willow ვებგვერდით სარგებლობისთვის, თქვენ ვალდებული ხართ დაეთანხმოთ და დაიცვათ წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ წესებსა და პირობებს;
- ვილოუ/Willow ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე განთავსებულ წესებსა და პირობებში შეიტანოს ცვლილებები, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე;
- ვილოუ/Willow ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერი ცვლილება განპირობებულია საკანონმდებლო ცვლილების, პრაქტიკული გამოცდილებისა და არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მარტოოდენ იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა უფლებები და პირობები.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
- ანგარიში - მომხმარებლის მიერ ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირებული პირადი პორტალი.
- ავტორიზაცია - პირად ანგარიშზე - პირად კაბინეტში მომხმარებლის მიერ პირადი მომხმარებლისა და პაროლის შეყვანის გზით ვიზიტი.
- ვილოუ/Willow ვებ-გვერდი - ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებით მომხმარებელი ახორციელებს ნივთის შეკვეთას.
- გამოყენების წესები - წინამდებარე წესები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა წესი და/ან პირობა, რომელიც არეგულირებს კლიენტის ვებგვერდზე წვდომასა და მის გამოყენებას, მათ შორის, შინაარსთან, ფუნქციებთან და მომსახურებებთან დაკავშირებულ საკითხებს;
- კლიენტი/მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს შემოთავაზებული მომსახურება, ვებგვერდის საშუალებით;
- კომპანია, მეწარმე - შპს “ემ ეს ჯგუფი” (ს/კ 406029523, მისამართი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. N4);
- მხარეები - კომპანია და მისი მომხმარებლები;
- ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება;
- უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლისთვის მიწოდებულ მონაცემთა ერთობლიობა, მათ შორის, სახელი, გვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელთა გამოყენებითაც ის რეგისტრირდება სისტემაში და სარგებლობს სხვადასხვა დისტანციური მომსახურებით;
- წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები ან/და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისთვის;
- ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიასს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებისა და პირობების ერთობლიობას.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- კლიენტი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
- გააჩნია ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ; არ იმყოფება თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ; არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანის ან სხვა აკრძალული ქმედების ობიექტს და სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- გაეცნო პირობებს და მისთვის არის მისაღები;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
- მომხმარებელი არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში, მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა და სხვა სახის უკანონო ქმედებაში;
- პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
- მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიას ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისკენ და მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი/ინფორმაცია არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
- იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული პერსონალური ინფორმაცია ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი უნივერსალური იდენტიფიკატორი;
- მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს გარანტიების დარღვევა;
- ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიისს მიერ ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე უარის სათქმელად;
რეგისტრაციისა და გამოყენების პირობები
- კომპანიის ვებგვერდზე პირადი ანგარიშის გახსნისა და ონლაინ მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს მოცემულ წესებსა და პირობებს და დაეთანხმოს მათ;
- მომხმარებელი ვალდებულია, უსაფრთხოდ შეინახოს პირად ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები და არ გადასცეს მესამე პირებს; მხოლოდ მომხმარებელია პასუხისმგებელი თავისი ანგარიშის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
- მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მესამე პირის მიერ, ვებგვერდის ანგარიშზე წვდომის შედეგად.
- იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი პირადი ანგარიშის პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეცვალოს პაროლი და დაუკავშირდეს კომპანიას მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ტელ: 0322 80 00 88 ან დაუკავშირდეს კომპანიას ელ. ფოსტაზე: [email protected] აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე, დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის დანაკარგთან დაკავშირებით;
- პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია, დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
- მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, უარის შემთხვევაში კი გააუქმოს ვებგვერდის ანგარიში;
რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ წარსადგენი ინფორმაცია:
რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ავსებს რამდენიმე ველს:
- სახელი/გვარი
- ელ. ფოსტის მისამართი
- პაროლი
- პაროლის დადასტურება
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხმარებელი პროფილის რეგისტრაციისა და შეკვეთის განთავსებისას ავსებს შემდეგ ინფორმაციას:
- მისამართს, პირად ნომერსა და საკონტაქტო მონაცემებს;
- პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისთვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით;
- პაროლის აღდგენის პროცესში მომხმარებელს შეჰყავს ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას;
- მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვებგვერდზე გარკვეული ფუნქციონალის გამოყენებისას დაგვჭირდება SMS კოდებით მომხმარებლის ანგარიშის ვალიდაცია. SMS კოდების გასაგზავნად გამოვიყენებთ SMS Office სერვისს;
- მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტისა და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის / მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;
ავტორიზაცია
- ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
- ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები
- მოცემული ვებგვერდის საშუალებით კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს მის ასორტიმენტში არსებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ მომსახურებას.
პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
- მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიისს პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
- ხელშეკრულება ძალაში რჩება მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე;
- კლიენტის მიერ ამ პირობებითა და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად გადახდა კომპანიისთვის წარმოადგენს მისი ფინანსური ვალდებულების შესრულებას.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
- ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
- იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებით დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, დავა განიხილება სამართლებრივი გზით.
ერთიანი ხელშეკრულება
- წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, შეკვეთა ან/და შეკვეთის მიღება) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას.
პროდუქციის ფასი
პროდუქციის ფასი ცვალებადია და მისი განახლება ხორციელდება პროდუქციის დანართის განახლებით ან იმ შემთხვევაში თუ მხარეებს აქვთ ინტეგრაცია, ინტეგრაციის საშუალებით მხარეთა შეთანხმებისა და ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის ფასის განახლებამდე, მოქმედებს პროდუქციის ძველი ფასი.
კომპანია უფლებამოსილია შესთავაზოს მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებები/ აქციები (მათ შორის, კომპანიის პარტნიორის აქციები, დღის აქცია, პრომო კოდი და სხვ) მერჩანტის წინასწარი თანხმობის გარეშე.
ანგარიშსწორების პირობები
შპს „ემ ეს ჯგუფის“ საიტზე ნივთის შეძენისას შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით გადახდა:
• გადახდა Visa / MasterCard ბარათით: TBC, BOG (ონლაინ);
• ონლაინ განვადება (TBC, BOG, Credo)
• განაწილება TBC, ნაწილ-ნაწილ BOG.
გაითვალისწინეთ, რომ საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ქართული საბანკო ბარათით.
პროდუქციის დაბრუნება ონლაინ შეძენის შემთხვევაში
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით და წინამდებარე გარანტიით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა შპს “ემ ეს ჯგუფის” მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ შპს “ემ ეს ჯგუფმა” მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
მომხმარებელი ვალდებულია შპს “ემ ეს ჯგუფმა” ზემოთ აღნიშნულ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
უკან დაბრუნების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ქვედა ცხრილში
|
ნივთის დაბრუნების ფორმა: |
|
|
|
|
|
გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ აღნიშნული ინფორმაცია და ფორმა გაგზავნოთ შემდეგ მეილზე: i[email protected] |
|
|
|
|
|
ა) შეკვეთის თარიღი; |
|
|
|
|
|
ბ) შეკვეთის მიღების თარიღი; |
|
|
|
|
|
გ) მომხმარებლის სახელი; |
|
|
|
|
|
დ) მომხმარებლის მისამართი; |
|
|
|
|
|
ე) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული); |
|
|
|
|
|
ვ) ფორმის შევსების თარიღი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
მოვაჭრე: შპს “ემ ეს ჯგუფი” მის: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. N4; (ვებ-გვერდი) ; www.willow..ge (ელ ფოსტა): [email protected] |
|
შპს “ემ ეს ჯგუფსს” უფლება აქვს, ზემოთ გათვალისწინებული ფორმა ელექტრონულად ჩაიბაროს. აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე.
მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება განახორციელოს ზემოაღნიშნულ ვადაში, თუ მან ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება შპს “ემ ეს ჯგუფს” აღნიშნული ვადის ამოწურვამდე გაუგზავნა. იმის მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ამ მუხლის შესაბამისად განხორციელდა, მომხმარებელს ეკისრება.
თუ შპს “ემ ეს ჯგუფი” მომხმარებელს არ მიაწვდის ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების დაბრუნების უფლების შესახებ, აღნიშნული საქონლის ან მომსახურების დაბრუნება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან 12 თვის განმავლობაში.
თუ შპს “ემ ეს ჯგუფი” მომხმარებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის ათვლის მომენტიდან 12 თვის ვადაში მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ, საქონლის ან მომსახურების დაბრუნების 7-დღიანი ვადა აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან აითვლება.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
ა) შპს “ემ ეს ჯგუფი” ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც შპს “ემ ეს ჯგუფი” ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა შპს “ემ ეს ჯგუფი” გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
თ) მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
ი) მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი/მისი მიწოდების საფუძველი სააბონენტო ხელშეკრულებაა;
კ) ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო;
ლ) ხელშეკრულება დაიდო უძრავი ქონების არასაცხოვრებელი მიზნით გადაცემაზე, საქონლის გადაზიდვაზე, სატრანსპორტო საშუალების ქირავნობაზე, კვების ორგანიზებაზე ან დასვენებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე და მასში მითითებულია ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრული თარიღი ან პერიოდი;
მ) მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში შპს “ემ ეს ჯგუფი” ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. შპს “ემ ეს ჯგუფი” ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან შპს “ემ ეს ჯგუფი” მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში შპს “ემ ეს ჯგუფს” უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შპს “ემ ეს ჯგუფმა” თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) შპს “ემ ეს ჯგუფი” ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შპს “ემ ეს ჯგუფმა” თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შპს “ემ ეს ჯგუფმა” თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა. სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, შპს “ემ ეს ჯგუფი” ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
ნივთის შეძენიდან 14 დღის გასვლის შემდგომ ნივთის მიმართ მოქმედებს კანონისმიერი გარანტია.
კანონისმიერი გარანტია
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, შპს “ემ ეს ჯგუფს” მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, შპს “ემ ეს ჯგუფს” მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (30 კალენდარული დღე), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს შპს “ემ ეს ჯგუფს” მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) შპს “ემ ეს ჯგუფმა” საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) შპს “ემ ეს ჯგუფის” მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.
საქონელზე მოქმედებს კანონისმიერი გარანტია ა და მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს გარანტიით საგარანტიო პირობების შესაბამისად.
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-17 (მომხმარებლის უფლებები) და მე-19 მუხლებით (კომერციული გარანტია) გათვალისწინებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა. მოქმედება არ ვრცელდება მეორეული საქონლის ნასყიდობაზე. ასეთი საქონლის ნასყიდობისას ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევაში მოვაჭრის პასუხისმგებლობა მხარეთა შორის ინდივიდუალური შეთანხმების საგანია.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:
• ნივთის შეცვლისას თუ მომხმარებლმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით, შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომელის გადაცემაც მოხდა.
• ამოიწურა ტექნიკის კანონისმიერი და კომერციული საგარანტიო ვადა;
• მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
• საგარანტიო საბუთში წაშლილია ინფორმაცია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
• გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
• დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;
• წუნი გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
• დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;
• დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ.ენერგიის მიწოდებით;
• წუნი გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით, ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით;
• სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
• შეძენილი ტექნიკა იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის.
კონფიდენციალურობა
ამ ხელშეკრულების განმავლობაში ნებისმიერ დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ვალდებული არიან დაიცვან კონფიდენციალურობა. მომხმარებელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც ეხება ბიზნესს, საქმიანობას, კლიენტებს ან მიმწოდებლებს, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოპერაციებს, პროცესებს, გეგმებს, ინფორმაციას პროდუქტზე ნოუ-ჰაუს, დიზაინს, სავაჭრო საიდუმლოებას, საოპერაციო პროგრამებს, საბაზრო შესაძლებლობებსა და კლიენტებს.
წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, ასევე მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, წერილობითი თუ სხვა სახის კომუნიკაციის საფუძველზე გაცვლილი ინფორმაცია, მათ შორის და არამხოლოდ ინფორმაცია მომხმარებლის თაობაზე და მის მიერ განხორციელებულ შეკვეთაზე ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად და მხარეებს უფლება არ აქვთ გაუმჟღავნონ იგი ნებისმიერ მესამე პირს.
ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება ინფორმაციაზე, რომელიც: (1) საზოგადოდ ცნობილია, (2) გახდა საჯარო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გასაჯაროება მოხდა მხარის მიერ ამ მუხლის დარღვევის გამო, (3) გამჟღავნება განპირობებულია კანონით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა აქტით.
პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა
წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს შპს „ემ ეს ჯგუფის“ (ს/ნ: 406029523; მის.: თბილისი, ჭირნახულის ქ. N4) მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების პრინციპებს, მიზანსა და წესებს. დოკუმენტში შპს „ემ ეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406029523; მის.: თბილისი, ჭირნახულის ქ. N4) მოხსენიებული იქნება როგორც “მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი” ან შემოკლებით “მდპ”
“მდპს” ვებგვერდზე წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას, მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
ვებგვერდის წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ უფლებამოსილებას ანიჭებს “მდპს” მასზედ, რომ „კომპანიის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მომხმარებლის იდენტიფიკაციის, ვერიფიკაციის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის გამოთხოვილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები.
ვებგვერდი - ვებგვერდი, დომეინით www.willow.ge
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ემ ეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406029523; მის.: თბილისი, ჭირნახულის ქ. N4), რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
მომხმარებელი – აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც სტუმრობს მდპ-ს მაღაზიას საცალო ვაჭრობისათვის, შედის ვებგვერდზე და იყენებს მას ინფორმაციის ან მომსახურების მიღების მიზნით;
მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
2. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და მიზანი
2.1 კომპანია ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების დაცვასა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობაზე, როგორც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო
სტანდარტების ისე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
2.2 მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სანდო, კეთილსინდისიერი ბიზნეს
ურთიერთობებისა და მიმზიდველი პარტნიორის რეპუტაციის მნიშვნელოვან საფუძველს.
2.3 მდპ პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ან პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის
მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
3. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო
3.1 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება მდპ-ს მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.
3.2 აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება მდპ-ს მომხმარებლებზე, კომპანიის თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე, ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება კომპანიის მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც კომპანიის სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს. 4.1 მდპ-ს პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გავალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:
4. პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და საფუძვლები
4.1 მდპ-ში პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ კანონით გავალისწინებული შემდეგი პრინციპების დაცვით:
4.1.1 მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
4.1.2 მონაცემები გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება მონაცემების დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
4.1.3 მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
4.1.4 მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნის გათვალისწინებით არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
4.1.5 მონაცემები შენახულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
4.1.6 მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იყოს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან;
4.1.7 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით;
4.1.8 კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
4.2 მონაცემთა დამუშავება დაშვებულია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
4.2.1 მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე;
4.2.2 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4.2.3 მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
4.2.4 მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ, სუბიექტმა თავად გახადა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი;
4.2.5 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
4.2.6 კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კატასტროფების სამართავად;
4.2.7 მონაცემთა დამუშვება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
4.2.8 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი.
4.2.9 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
4.2.10 დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.
5. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
5.1 განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მდპ არ ამუშავებს. თუმცა თუ საჭირო გახდა ასეთი მონაცემების დამუშავება ის მოხდება მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვით და იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;5.1 განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მდპ არ ამუშავებს. თუმცა თუ საჭირო გახდა ასეთი მონაცემების დამუშავება ის მოხდება მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვით და იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა;
დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად; ე) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სისტემისა და მომსახურების მართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის კონკრეტული უფლებების განსახორციელებლად;
ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად;
თ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
ი) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირების მიზნით;
კ) მონაცემთა სუბიექტმა გამოყენების აშკარა აკრძალვის დათქმის გარეშე საჯარო გახადა თავისი მონაცემები;
ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.6.1 მდპ ახდენს ძირითადად რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება მდპ-ს კუთვნილ ვებგვერდზე/აპლიკაციაში შესვლა.
6. პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მისი დამუშავება
6.1 მდპ ახდენს ძირითადად რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას. კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება მდპ-ს კუთვნილ ვებგვერდზე/აპლიკაციაში შესვლა.
6.2 პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით პირის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას.
6.3 პერსონალური მონაცემები ძირითადად მუშავდება მდპ-ის მიერ მომხმარებლისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სერვისის გაწევის დროს, მომხმარებლის განაცხადის განხილვის დროს, სხვადასხვა სახის/შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების, დასაქმების, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;
6.4 პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით და/ან მონაცემთა დამუშავება საჭიროა მდპ-ის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
6.5თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო, ელექტრონული ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
6.6 კომპანიამ შეიძლება დაამუშავოს მონაცემები მომსახურების საჭიროებიდან გამომდინარე ან მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის დახმარებით და მასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „მდპ“ მკაცრად დადგენილ სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
7. პირდაპირი მარკეტინგი
7.1 კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე.
7.2 მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით კომპანიის მიერ სხვა მონაცემთა დამუშავება ხდება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
7.3 კომპანია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე მომხმარებელს მარტივ და გასაგებ ენაზე აწვდის თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და ამ უფლების განხორციელების მექნიზმის/წესის შესახებ ინფორმაციას.
7.4 “მდპი“ ვალდებულია უსასყიდლოდ შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა გონივრულ ვადაში, მაგრამ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
7.5 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტაზე უარი თქვას იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან დაუკავშირდეს „მდპი“-ს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან „მდპი“-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის ნომერზე: 0322 80 00 88.
8. ვიდეო/აუდიომონიტორინგი
8.1 „მდპ“-ში უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე საქართელოს მთავრობის 2022 წლის 02 მარტის #101 დადგენილებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმდინარეობს შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელების, დერეფნების მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით, ხოლო აუდიო ჩაწერა მიმდინარეობს მდპთან სატელეფონო კომუნიკაციისას.
8.2 მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით „მდპის“ მომსახურების ადგილებში ვიდეოთვალთვალის და აუდიოჩაწერის მიმდინარეობის შესახებ, ასევე, „მდპთან“ სატელეფონო კომუნიკაციისას სატელეფონო ზარების ჩაწერის შესახებ მონაცემთა სუბიექტი ინფორმირებულია კანონით გათვალისწინებული ფორმით.
8.3 „მდპში“ აუდიომონიტორინგი ხორცილედება როგორც მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ასევე უპირველეს ყოვლისა მომხმარებელთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლის მიზნით. აუდიომონიტორინგზე მონაცემთა სუბიექტის ავტომატურ თანხმობად მიიჩნევა სატელეფონო საუბრის გაგრძელება.
8.4 ვიდეოჩანაწერების შენახვა ხდება მყარი დისკის მოცულობისა და გამოსახულების ინტენსივობის შესაბამისად და არაუმეტეს 1 თვისა. ვიდოჩამწერი მყარი დისკი მუშაობს გადაწერის რეჟიმში და ძველი მონაცემების წაშლა ხდება ახალი მონაცემების გადაწერის გზით.
8.5 მდპში ნებისმიერი სატელეფონო ზარის ჩანაწერის შენახვის ვადად განსაზღვრულია არაუმეტეს 5 (ხუთი) წელი, გარდა იმ შემთხვევვებისა, როდესაც მიმდინარე სასამართლო დავისთვის საჭიროა ასეთი ჩანაწერების დადგენილ ვადაზე მეტი ხნით შენახვა.
8.6 ვიდეო/აუდიო ჩანაწერებზე წვდომა აქვთ ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც აღნიშნული ესაჭიროებათ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
9. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
9.1 მდპ-ს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებს გადასცეს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით მდპ-მ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე „მდპ-ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
9.2 მესამე პირს წარმოადგენს „მდპის“ პარტნიორი კომპანიები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო.
9.3 „მდპის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება კომპანიას გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
9.4 „მდპის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
10. პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება
10.1 „მდპმა“ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა მესამე პირებისგან მოიპოვოს შემდეგი მიზნებისათვის: მონაცემთა სუბიექტის სრულყოფილი მომსახურებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით კომპანიაზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, ასევე სხვა კომპანიებთან, სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის.
10.2 მესამე პირს წარმოადგენს „მდპის“ პარტნიორი კომპანიები, სახელმწიფო სექტორში მოქმედი ორგანიზაციები, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო.
10.3 „მდპის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვების უფლებამოსილება კომპანიას გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.10.4 „მდპის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირები
10.4 „მდპის“ მიერ პერსონალური მონაცემების მესამე პირებისგან მოპოვება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით
11.1 წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, „მდპის“ სახელით მონაცემების დამუშავება შეიძლება განხორციელდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიას“ გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე „მდპი“ ყოველთვის წინასწარ რწმუნდება მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვას კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
12. მონაცემთა უსაფრთხოება
12.1 „მდპ“-ში მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიაში მონაცემთა დაცვას მათი დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
12.2 „კომპანიაში“ მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. სუბიექტის მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
12.3 „კომპანიაში“ პერსონალური მონაცემების დაცვას, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი/პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.
13. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები
13.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს „მდპის“ იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
ბ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია , ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
დ) მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე , თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
13.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
13.3 თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თავად აირჩიოს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდების ფორმა. ამასთანავე, თუ მონაცემთა სუბიექტი სხვა ფორმით არ მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მას ინფორმაცია მიეწოდება იმავე ფორმით, რომლითაც მოხდა ინფორმაციის მოთხოვნა.
13.4 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები „პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13.5 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, „მდპის“ მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. ასევე, მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა. კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა.
13.6 „მდპი“ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, სადაზღვევო საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.
14. თანხმობის გამოხმობის უფლება
14.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს .
14.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი ფორმით.
14.3 მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, მდპ-ს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
15. გასაჩივრების უფლება
15.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან /და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
16. საკონტაქტო ინფორმაცია
“მდპ” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected], ან/და „მდპის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის ნომერზე: 032 2 80 00 88.
„მდპ” - შპს „ემ ეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406029523; მის.: თბილისი, ჭირნახულის ქ. N4)
მიწოდება (ფიზიკური მაღაზია)
შპს „ემ ეს ჯგუფი“ გაცნობებთ, რომ ჩვენი კომპანია გაყიდვებს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.
შპს „ემ ეს ჯგუფის“ ფიზიკურ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას/წაღებას მომხმარებელი უზრუნველყოფს თავად.
გაითვალისწინეთ, რომ შპს „ემ ეს ჯგუფი“ არ ყიდის პროდუქციას და არ სთავაზობს მომხმარებლებს ტრანსპორტირებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ნივთის ონლაინ შეძენის შემთხვევაში გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს თავად შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ დაქირავებული საკურიერო კომპანია, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტარიფები და საათები იხილეთ შესაბამის ფაილში.
შპს „ემ ეს ჯგუფი“ ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს საქონელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 2-5 სამუშაო დღისა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მომხმარებელი ამის თაობაზე ინფორმირებულია და თანახმაა.
თუ საკურიერო კომპანიამ ვალდებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეასრულა, მომხმარებელი უფლებამოსილია განუსაზღვროს შპს „ემ ეს ჯგუფს“ გონივრული დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება საქონლის დროულად მიღებას დაუკავშირა. თუ მომხმარებელს საქონელი იმის გამო არ მიეწოდება, რომ იგი ხელმისაწვდომი არ არის, შპს „ემ ეს ჯგუფი“ ვალდებულია მომხმარებელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ.
შპს „ემ ეს ჯგუფი“ ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი.
საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
შპს „ემ ეს ჯგუფის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა შპს „ემ ეს ჯგუფს“ ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც შპს „ემ ეს ჯგუფი“ დაეთანხმა.
თუ მომხმარებელი შპს „ემ ეს ჯგუფს“ არ აცნობებს იმ მიზნის თაობაზე, რომლისთვისაც მას სურს საქონლის გამოყენება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი ვარგისია იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამოიყენება.
თუ საქონლის ჩვეულებრივი გამოყენების მიზანი ვერ დგინდება, საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ მას აქვს ამ სახეობის საქონლის თვისებები და ფუნქციონირებს ისე, როგორც აღნიშნული სახეობის საქონელი, ამასთანავე, რისი გონივრული მოლოდინიც მომხმარებელს შეიძლებოდა ჰქონოდა საქონლის ბუნებიდან და იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც გააკეთა შპს „ემ ეს ჯგუფმა“, მწარმოებელმა, მისმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განთავსებისთვის პასუხისმგებელმა სხვა პირმა, მათ შორის, რეკლამის ან/და ეტიკეტის საშუალებით.
ამ მუხლის მიზნებისთვის საქონელი ნაკლის მქონე საქონლად არ მიიჩნევა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ საქონელს ნაკლი ჰქონდა, ან საქონლის ნაკლი მომხმარებლის მიერ მიწოდებული მასალით არის განპირობებული.
მოვაჭრეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საქონლის ან მომსახურების შესახებ საჯარო განცხადებისთვის, თუ დაამტკიცებს, რომ:
ა) მას არ ჰქონდა ან ვერ ექნებოდა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ;
ბ) ხელშეკრულების დადებამდე ამ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია შეიცვალა;
გ) ეს განცხადება ვერ მოახდენდა გავლენას მომხმარებლის მიერ საქონლის ან მომსახურების შეძენაზე.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს სატრანსპორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს „ემ ეს ჯგუფს“ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info.willow.ge, ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: 0322 80 00 88.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე. დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info.willow.ge.
რეალიზებული ნივთის გაყიდვის შემდეგ შპს „ემ ეს ჯგუფის“ ქოლ ცენტრის მხრიდან ხდება მომხმარებელთან დაკავშირდება და მიტანის დროზე შეთანხმება, თუ შეთანხმებულ დროზე მომხმარებლის ბრალეულობით ვერ მოხდა ნივთის მისამართზე მიტანა ეს პროცესი იწყება ახლიდან, ხდება დაკავშირება, მიტანის დროზე შეთანხმება და მიწოდება. გაითვალისწინეთ, რომ მისამართზე განმეორებითი ტრანსპორტირება არის ფასიანი:
განმეორებითი ტრანსპორტირება
|
განმეორებითი ტრანსპორტირება |
||
|
თბილისი |
6.00 ლ |
|
|
რეგიონი |
12.00 ლ |
|
მომხმარებელი უფლებამოსილია, ნივთის გადაზიდვის შედეგად ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ აცნობოს შპს „ემ ეს ჯგუფის“ შესაბამის სამსახურს და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.
მომსახურე სერვის ცენტრი
შპს “ემ ეს ჯგუფი” მომხმარებელს უწევს საგარანტიო მომსახურებას.
შესაბამისად, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს შპს “ემ ეს ჯგუფს”, რათა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ნაკლი თავდაპირველ ნაკლს და, შესაბამისად, ვრცელდება თუ არა მასზე საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული კანონისმიერი გარანტია.
თუმცა, გარკვეული ტიპის ტექნიკაზე სერვისი არ ხორციელდება შპს “ემ ეს ჯგუფის” მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას გადაცემული საგარანტიო მომსახურების ტალონიდან, სადაც მითითებულია მომსახურე სერვის ცენტრები, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე. ტელ.: 242 22 15 ელ.ფოსტა: [email protected]
მისამართები:
|
ქალაქი |
მისამართი |
||||
|
თელავი |
თელავი, ალაზნის გამზ. 77 |
||||
|
გორი |
გორი, ცხინვალის გზტკ. 14ა |
||||
|
ქუთაისი |
ქუთაისი, აბაშიძის ქ. 10 |
||||
|
ბათუმი |
ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 31 |
||||
|
ზუგდიდი |
ზუგდიდი, კოსტავას ქ. 28 |
||||
|
რუსთავი |
რუსთავი, შარტავას გამზ. 2გ |
||||
Onway საკურიერო მიტანის ტარიფები და საათები
შეკვეთის მიღება
-
ქალაქი
ორშ–პარ: 16:00 საათამდე
შაბათი: 12:00 საათამდე -
რეგიონი
ორშ–პარ: 16:00 საათამდე -
სოფლები / მაღალმთიანი რეგიონი
ორშ–პარ: 16:00 საათამდე
ჩაბარების ვადა
-
ქალაქი
1–2 სამუშაო დღე -
რეგიონი
1–4 სამუშაო დღე -
სოფლები / მაღალმთიანი რეგიონი
1–4 სამუშაო დღე
ტარიფები
(წონა — ფაქტობრივი ან მოცულობითი)
1 კგ-მდე
ქალაქი – 6 ₾
რეგიონი – 10 ₾
ფილიალიდან გატანა – 6 ₾
ცენტრალური ქალაქები – 10 ₾
სოფელი – 15 ₾
მაღალმთიანი – 15 ₾
თბილისის შემოგარენი – 6 ₾
5 კგ-მდე
ქალაქი – 7 ₾
რეგიონი – 12 ₾
ფილიალიდან გატანა – 6 ₾
ცენტრალური ქალაქები – 12 ₾
სოფელი – 17 ₾
მაღალმთიანი – 17 ₾
თბილისის შემოგარენი – 7 ₾
10 კგ-მდე
ქალაქი – 10 ₾
რეგიონი – 15 ₾
ფილიალიდან გატანა – 8 ₾
ცენტრალური ქალაქები – 15 ₾
სოფელი – 20 ₾
მაღალმთიანი – 20 ₾
თბილისის შემოგარენი – 10 ₾
15 კგ-მდე
ქალაქი – 14 ₾
რეგიონი – 20 ₾
ფილიალიდან გატანა – 10 ₾
ცენტრალური ქალაქები – 20 ₾
სოფელი – 25 ₾
მაღალმთიანი – 25 ₾
თბილისის შემოგარენი – 14 ₾
20 კგ-მდე
ქალაქი – 18 ₾
რეგიონი – 25 ₾
ფილიალიდან გატანა – 14 ₾
ცენტრალური ქალაქები – 25 ₾
სოფელი – 30 ₾
მაღალმთიანი – 30 ₾
თბილისის შემოგარენი – 18 ₾
30 კგ-მდე
ქალაქი – 25 ₾
რეგიონი – 35 ₾
ფილიალიდან გატანა – 20 ₾
ცენტრალური ქალაქები – 35 ₾
სოფელი – 45 ₾
მაღალმთიანი – 45 ₾
თბილისის შემოგარენი – 25 ₾
50 კგ-მდე
ქალაქი – 40 ₾
რეგიონი – 60 ₾
ფილიალიდან გატანა – 30 ₾
ცენტრალური ქალაქები – 60 ₾
სოფელი – 80 ₾
მაღალმთიანი – 80 ₾
თბილისის შემოგარენი – 40 ₾
100 კგ-მდე
ქალაქი – 60 ₾
რეგიონი – 100 ₾
ფილიალიდან გატანა – 50 ₾
ცენტრალური ქალაქები – 100 ₾
სოფელი – 120 ₾
მაღალმთიანი – 120 ₾
თბილისის შემოგარენი – 60 ₾
150 კგ-მდე
ქალაქი – 80 ₾
რეგიონი – 140 ₾
ფილიალიდან გატანა – 110 ₾
ცენტრალური ქალაქები – 140 ₾
სოფელი – 170 ₾
მაღალმთიანი – 170 ₾
თბილისის შემოგარენი – 80 ₾
200 კგ-მდე
ქალაქი – 100 ₾
რეგიონი – 180 ₾
ფილიალიდან გატანა – 140 ₾
ცენტრალური ქალაქები – 180 ₾
სოფელი – 210 ₾
მაღალმთიანი – 210 ₾
თბილისის შემოგარენი – 100 ₾
250 კგ-მდე
ქალაქი – 120 ₾
რეგიონი – 220 ₾
ფილიალიდან გატანა – 170 ₾
ცენტრალური ქალაქები – 220 ₾
სოფელი – 250 ₾
მაღალმთიანი – 250 ₾
თბილისის შემოგარენი – 120 ₾
300 კგ-მდე
ქალაქი – 140 ₾
რეგიონი – 260 ₾
ფილიალიდან გატანა – 200 ₾
ცენტრალური ქალაქები – 260 ₾
სოფელი – 290 ₾
მაღალმთიანი – 290 ₾
თბილისის შემოგარენი – 140 ₾
500 კგ-მდე
ქალაქი – 220 ₾
რეგიონი – 340 ₾
ფილიალიდან გატანა – 280 ₾
ცენტრალური ქალაქები – 340 ₾
სოფელი – 390 ₾
მაღალმთიანი – 390 ₾
თბილისის შემოგარენი – 220 ₾
750 კგ-მდე
ქალაქი – 300 ₾
რეგიონი – 450 ₾
ფილიალიდან გატანა – 370 ₾
ცენტრალური ქალაქები – 450 ₾
სოფელი – 500 ₾
მაღალმთიანი – 500 ₾
თბილისის შემოგარენი – 300 ₾
1000 კგ-მდე
ქალაქი – 380 ₾
რეგიონი – 700 ₾
ფილიალიდან გატანა – 510 ₾
ცენტრალური ქალაქები – 700 ₾
სოფელი – 750 ₾
მაღალმთიანი – 750 ₾
თბილისის შემოგარენი – 380 ₾