კატეგორია ვერ მოიძებნა
Porsche 911 STRONG არის პრემიუმ კლასის 2 ადგილიანი საბავშვო ელექტრო მანქანა, რომელიც აერთიანებს სპორტულ დიზაინს, მაღალ წარმადობასა და უსაფრთხოებას. მოდელი აღჭურვილია 4 მძლავრი ძრავით (4×4), 12V აკუმულატორით, გამაგრებული საკიდრითა და კაუჩუკის (EVA) საბურავებით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ, რბილ და კომფორტულ გადაადგილებას როგორც ასფალტზე, ისე შედარებით უსწორმასწორო ზედაპირზე.
მანქანის მართვა შესაძლებელია როგორც ბავშვის მიერ, ასევე 2.4GHz დისტანციური მართვის პულტით, რაც მშობლებს სრულ კონტროლს აძლევს გადაადგილებაზე. რბილი ეკო-ტყავის სავარძელი, უსაფრთხოების ღვედი, LED განათება, USB/Bluetooth მუსიკალური სისტემა და თანამედროვე სპორტული დიზაინი პატარებისთვის მართვას კიდევ უფრო რეალისტურსა და სასიამოვნოს ხდის.
ერთი სრული დამუხტვით ავტომობილი მუშაობს დაახლოებით 30 წუთიდან 2 საათამდე. მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე, გზის ზედაპირზე, მოძრაობის რეჟიმსა და განათებისა თუ მუსიკის გამოყენების ინტენსივობაზე.